ჩვენს   შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა  – ,,გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო“

სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტოს დამფუძნებელია გორის მუნიციპალიტეტის მერია.

სააგენტოს წესდებით გათვალისწინებული ამოცანების განსახორციელებლად მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, წესდების და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. სააგენტოს უფლება აქვს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება სააგენტოს მიზნებს.

სააგენტოს შეუძლია დამფუძნებელთან შეთანხმებით ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დადოს მათთან შესაბამისი შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც შეესაბამება სააგენტოს მიზნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს.

სააგენტოს საკუთრებაში აქვს განკერძოებული ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ, თავისი მიზნების მისაღწევად. სააგენტოს უფლება აქვს იყოს მხარე გარიგებაში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

 

სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

ა) უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მართვა, სათანადო ფუნქციონირება და მათი ავტორიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისი სტანდარტების დანერგვისთვის რეგულარული ხელშეწყობა;

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების მდგრადობა;

გ)ხელი შეუწყოს ინკლუზიური  განათლების პროცესს;

დ) ხელი შეუწყოს ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას;

ე) უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ხარისხიანი და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიწოდება, აღზრდის პროცესის ოპტიმალურად წარმრთვა, ფიზიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლის და უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხებს, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის აუცილებლობის ინიციატივას, ასევე სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ განვითარებას;

ვ) სააგენტოში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ზ) დააკავშიროს ბავშვზე ზრუნვის სხვადასხვა უწყბები სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებთან;

თ) უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა;

ი) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების მიზნით მოიძიოს დაფინანსება ქართული და უცხოური ფონდებიდან;

კ) წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განახორციელოს საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) შეასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან და განახორციელოს აღნიშნული სახსრების ხარჯვა შესაბამისი მიზნობრიობით;

ბ) განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მიმდინარე რემონტი სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობისათვის, არსებული სტანდარტების შესაბამისად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესბეულებების ეზოების მოწყობა (ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და სხვა.) და სხვა ღონისძიებები;

გ) დასახული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება წესდებას და მოქმედ კანონმდებლობას.

სწრაფი კონტაქტი

სიახლის გამოწერა

გამოიწერეთ სააგენტოს სიახლეები ელ ფოტაზე და პირველი გაიგებთ მიმდინარე აქტივობების შესახებ