არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის  სააგენტო“-ს წესდება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო“. (შემდგომში სააგენტო).
  2. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის მიზანსაც შეადგენს არასამეწარმეო საქმიანობა, იგი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, წინამდებარე წესდების და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
  3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, ქონება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, სახელმწიფო ხაზინაში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
  4. სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ერთად, თანასწორობის საფუძველზე გაერთიანდეს კავშირში, საზოგადოებრივ მოძრაობაში, სამეცნიერო ტექნიკურ და სხვა გაერთიანებებში.
  5. სააგენტოს უფლება აქვს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება სააგენტოს მიზნებს.
  6. სააგენტოს შეუძლია დამფუძნებელთან შეთანხმებით ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დადოს მათთან შესაბამისი შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც შეესაბამება სააგენტოს მიზნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს.
  7. სააგენტოს სამეურნეო წლად ითვლება კალენდარული წელი.
  8. სააგენტოს საკუთრებაში აქვს განკერძოებული ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ, თავისი მიზნების მისაღწევად. სააგენტოს უფლება აქვს იყოს მხარე გარიგებაში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
  9. სააგენტო იქმნება განუსაზღვრელი ვადით და მისი ძირითადი საქმიანობა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე.
  10. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.გორი, სტალინის გამზ. N16.
  11. სააგენტოს ელექტრონული მისამართია: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

 

 

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

 

  1. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს  მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მართვა, სათანადო ფუნქციონირება და მათი ავტორიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისი სტანდარტების დანერგვისთვის რეგულარული ხელშეწყობა.

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების მდგრადობა;

გ) ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების პროცესს;

დ) ხელი შეუწყოს ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას;

ე)  უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ხარისხიანი და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიწოდება, აღზრდის პროცესის ოპტიმალურად წარმართვა, ფიზიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლის და უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებული საკითხებს, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის აუცილებლობის ინიციატივას, ასევე სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ განვითარებას;

ვ)  სააგენტოში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ზ) დააკავშიროს ბავშვზე ზრუნვის სხვადასხვა უწყებები სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებთან;

თ) უზრუნველყოს  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა;

ი)  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების მიზნით მოიძიოს დაფინანსება ქართული და უცხოური ფონდებიდან;

კ) ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განახორციელოს საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) შეასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

 

  1. სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის უფლებამოსილია:

ა)კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან და განახორციელოს აღნიშნული სახსრების ხარჯვა შესაბამისი მიზნობრიობით.

ბ) განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების  ფართების მიმდინარე რემონტი  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობისათვის, არსებული სტანდარტების შესაბამისად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ეზოების მოწყობა (ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და სხვა..) და სხვა ღონისძიებები;

გ) დასახული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესდებას და მოქმედ კანონმდებლობას.

  1. სააგენტოს შეუძლია განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, რაც არ იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით და ატარებს დამხმარე ხასიათს. აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება უნდა მოხმარდეს სააგენტოს მიზნების განხორციელებას.

მუხლი 3. სააგენტოს დამფუძნებელი.

 

სააგენტოს დამფუძნებელია: გორის მუნიციპალიტეტი მერია ს/კ 218086087

 

მუხლი 4. სააგენტოს დამფუძნებლის უფლებამოსილებანი.

 

  1. დამფუძნებელი უფლებამოსილია:

 

ა) დაამტკიცოს სააგენტოს წესდება, შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები;

ბ) შეცვალოს სააგენტოს მიზნები და ამოცანები;

გ) თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სააგენტოს მენეჯერი

დ)მოითხოვოს ყოველგვარი ინფორმაცია მენეჯერისგან  სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ე)კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს და სუბსიდიით გადასცეს სააგენტოს ფინანსური სახსრები და ქონება, აკონტროლოს მათი გამოყენების მიზნობრიობა;

ვ) სააგენტოს მენეჯერს აძლევს თანხმობას საშტატო ნუსხის,  ხარჯთაღრიცხვის, საპრემიო ფონდისა  და დანამატების დამტკიცების თაობაზე.

ზ) მისცეს თანხმობა მენეჯერს სააგენტოს სხვადასხვა სახის პროგრამებში, ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების თაობაზე, ასევე სააგენტოს სხვადასხვა სახის ორგანიზაციებში (გაერთიანებებში) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში გაწევრიანების შესახებ;

თ) შეითანხმოს სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი პროექტები და გააკონტროლოს მათი განხორციელება;

ი) დაამტკიცოს სააგენტოს დაფინანსების ბიუჯეტი (ხარჯთაღრიცხვა) და მუნიციპალიტეტის მიზნებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მასში ცვლილებები და დამატებები;

კ) მისცეს თანხმობა სააგენტოს მენეჯერს,  მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა  და გათავისუფლების შესახებ;

ლ) განიხილოს სააგენტოს მენეჯერის მიერ ბიუჯეტის ათვისების, ასევე საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიში;

მ)განიხილოს და გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ წესდებით არ განეკუთვნება სააგენტოს მენეჯერის კომპეტენციას.

 

  1. მხოლოდ დამფუძნებლის წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი:

ა) სააგენტოს მიერ უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

ბ) სესხის აღება/გაცემა;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება სააგენტოს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 

მუხლი 5. სააგენტოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.

 

  1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს მენეჯერი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გორის მუნიციპალიტეტის მერი.
  2. სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას სრულად ახორციელებს სააგენტოს მენეჯერი.
  3. სააგენტოს მენეჯერს ყავს ორი მოადგილე , რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მენეჯერი.
  4. სააგენტოს მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით მის უფლებამოსილებას ახორციელებს მენეჯერის ერთ-ერთი მოადგილე;
  5. სააგენტოს მენეჯერი სააგენტოს მიზნების მისაღწევად იყენებს სააგენტოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ქონებას, ასევე სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხულ მატერიალურ სახსრებს, ამასთან იგი პასუხისმგებელია მატერიალური სახსრების მიზნობრივად და დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე დამფუძნებლის წინაშე.

 

  1. სააგენტოს მენეჯერი:

 

ა) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს და გარიგებებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, დამფუძნებლის წინასწარი თანხმობით იძენს და განკარგავს სააგენტოს უძრავ ქონებას;

გ) ზედამხედველობს სააგენტოს ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;

დ) ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ხელს აწერს სააგენტოს საფინანსო და სხვა სახის ოფიციალურ დოკუმენტაციას;

ე) უზრუნველყოფს და ხელმძღვანელობს სააგენტოს მიზნების, ამოცანების, უფლებამოსილებების და ვალდებულებების შესრულებას;

ვ) სააგენტოს დამფუძნებელს აბარებს  ანგარიშებს ფინანსური და სკოლამდელი განათლების მართვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ;

ზ) სააგენტოს სახელით მესამე პირებთან დებს შესაბამის ხელშეკრულებებს;

თ) ამტკიცებს  სააგენტოს შინაგანაწესსა და დებულებას.

ი) დამფუძნებლის თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხას,  საპრემიო ფონდს და დანამატებს;

კ)  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, ახდენს მათ შორის ფუნქციების გადანაწილებას, განსაზღვრავს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე მოსამსახურეები;

ლ) განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების  ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს;

მ) გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

ნ) დამფუძნებელთან შეთანხმებით  განსაზღვრავს სააგენტოს სამოქმედო გეგმას, ძირითად მიმართულებებს და ავტორიზაციის პრინციპების რეგულირებას;

ო) დამფუძნებელთან შეთანხმებით, ნორმატიული აქტებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან  შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობის კვალიფიკაციის შემოწმების ან/და ამაღლების (ტესტირება, გასაუბრება და სხვა) ღონისძიებებს;

პ) სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემოწმებისა ან/და ამაღლების ღონისძიებების განხორციელების მიზნით ქმნის შესაბამის სამუშაო ჯგუფებს/კომისიებს;

ჟ) ყოველი სამეურნეო წლის ნოემბრამდე დამფუძნებელს განსახილველად წარუდგენს სააგენტოს  მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს;

რ) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს;

ს) ამტკიცებს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და საჭიროებიდან გამომდინარე შეაქვს ცვლილებები  აღნიშნულ გეგმაში;

ტ)კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს  სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა  და   საწვავის ლიმიტებს;

უ) სააგენტოს დარგობრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი როგორც სააგენტოს თანამშრომლების, ისე სხვა კომპეტენტური პირების შემადგენლობით;

ფ) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელთა ფუნქციებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამუშაო აღწერილობებსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

7.სააგენტოს წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების არაჯეროვანი და არასრულფასოვანი შესრულების, უფლებამოსილების გადამეტების, უკანონო ან/და სააგენტოს საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო ქმედებისათვის სააგენტოს მენეჯერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის მერი.  

8.სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე წესდებით, სააგენტოს დებულებითა და შრომის შინაგანაწესით.

 

მუხლი 6. სააგენტოს მენეჯერის  მოადგილე.

 

  1. სააგენტოს მენეჯერს ჰყავს  ორი მოადგილე, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მენეჯერი.
  2. მოადგილე:

ა) სააგენტოს მენეჯერის დავალებით ასრულებს მენეჯერის მოვალეობას მისი არყოფნის ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;

ბ) სააგენტოს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობის შესაბამის მიმართულებებს, სააგენტოს მენეჯერის მიერ განსაზღვრული მის  საკურატორო სფეროში შემავალი საკითხების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) ასრულებს სააგენტოს მენეჯერის ცალკეულ დავალებებს;

დ) საერთო კოორდინაციას უწევს მის საკურატორო სფეროში შემავალ სააგენტოს თანამშრომლებს, მათი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებისას;

ე) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, საკურატორო სფეროს ფარგლებში ცალკეულ  დავალებებს აძლევს სააგენტოს თანამშრომლებს;

ვ) თავის საქმიანობას წარმართავს წინამდებარე წესდების, დებულების,  სააგენტოს მენეჯერის მიერ გადანაწილებული ფუნქციებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები.                             

 

  1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია :

ა)ადმინისტრაციული განყოფილება

ბ) ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილება.

გ) ქ.გორის N 1 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

დ) ქ. გორის N 2 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ე) ქ.გორის  N 3 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ვ) ქ.გორის  N 4 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ზ) ქ.გორის N 5 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

თ) ქ.გორის N 6 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ი) ქ.გორის N 7 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

კ) ქ.გორის N 19  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ლ) ქ. გორის N 9 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

მ) ქ.გორის N 10 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ნ) ქ.გორის  N 20  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ო) ქ.გორის  N 12 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

პ)  ქ.გორის N 13 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ჟ ) ქ.გორის N 14 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

რ)  ქ.გორის N 15 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ს) ქ.გორის  N 16 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ტ)  ქ.გორის N 17  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

უ) ქ.გორის N 18 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ფ) სოფელ შავშვების  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება N1

ქ) სოფელ დიცის  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

ღ) სოფელ ქვეშის  სკოლამდელი აღზრდის   საჯარო დაწესებულება

ყ) სოფელ სათემოს სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

შ) ს სოფელ საქაშეთის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

ჩ) სოფელ სვენეთის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

ც)  სოფელ ქიწნისის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

ძ) სოფელ ქვახვრელის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

წ)სოფელ ვარიანის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

ჭ) სოფელ ბნავისის სკოლამდელი  აღზრდის საჯარო დაწესებულება

ხ)სოფელ შერთულის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

ჯ)სოფელ  ახრისის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

ჰ)  სოფელ  პატარა გარეჯვრის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

1) სოფელ  კარალეთის N1 სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

2) სოფელ  ბერშუეთის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

3 ) სოფელ  ხელთუბნის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

4 ) სოფელ  ტირძნისის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

5 ) სოფელ  სკრის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

6 ) სოფელ  რეხის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

7 ) სოფელ  ტყვიავის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

8 ) სოფელ  მერეთის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

9 ) სოფელ  კარალეთის N2 სკოლამდელი  აღზრდის საჯარო დაწესებულება

10 ) სოფელ  ვარიანის მეურნეობის აღზრდის სააღმზრდელო საჯარო დაწესებულება

11) სოფელ  მეჯვრისხევის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

12  ) სოფელ  ზეღდულეთის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

13 ) სოფელ  ახალდაბის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

14 ) სოფელ  ფლავის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

15 ) სოფელ  მარანის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

16 ) სოფელ  შინდისის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

17 ) სოფელ  ძევერის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

18 ) სოფელ უფლისციხის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

19 ) სოფელ  კარბის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

20 ) სოფელ  ახალუბნის სკოლამდელი  აღზრდის საჯარო დაწესებულება

21 ) სოფელ  ზერტის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

22 ) სოფელ  ბერბუკის დევნილთა ჩასახლების  სკოლამდელი  აღზრდის საჯარო დაწესებულება

23 ) სოფელ  ხიდისთავის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

24 ) სოფელ  ნიქოზის სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

25 ) სოფელ  ატენის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

26 ) სოფელ  ორთაშენის  სკოლამდელი  აღზრდის  საჯარო დაწესებულება

27 ) სოფელ  ქიწნისის მეურნეობის  სკოლამდელი  აღზრდის საჯარო დაწესებულება

28 ) სოფელ  შავშვების N2 აღზრდის  სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულება

29 )  სოფელ  ქვემო ხვითის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

30 ) სოფელ  ფხვენისის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება

31 ) სოფელ  ტინისხიდის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწსებულება

 

  1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მერთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მენეჯერი.
  2. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

 

მუხლი 8. სააგენტოს ქონება, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა.

 

  1. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი, საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში და საჭიროა ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
  2. კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს სახსრები იქმნება:

ა) დამფუძნებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ქონებით ან/და სხვა კანონიერი შემოსავლებით;

ბ) დამფუძნებლის სუბსიდიებით;

გ) დამხმარე სახის კომერციული საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებით;

დ) გრანტებით.

  1. სააგენტოს საკუთრებაში/სარგებლობაში შესაძლებელია ჰქონდეს შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, მოწყობილობები, ინვენტარი და სხვა ქონება, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
  2. საკუთარი მიზნების მისაღწევად სააგენტოს უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, რის შედეგად მიღებული მოგება გამოიყენება მხოლოდ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. მოგების განაწილება სააგენტოს დამფუძნებელს, აგრეთვე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის დაუშვებელია.
  3. სააგენტოს მენეჯერს აკისრია სრული პასუხისმგებლობა სააგენტოს ფულადი სახსრების მიზნობრივ განკარგვასა და ქონების დაცვის საკითხებში.
  4. სააგენტო მისთვის გადაცემულ ქონებას და სახსრებს ფლობს, იყენებს და განკარგავს წესდებით დადგენილი მიზნების შესაბამისად. ქონების გასხვისება დამფუძნებლის თანხმობით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელს უწყობს მის ორგანიზაციულ განვითარებას და მიზნების განხორციელებას.

 

მუხლი 9. სააგენტოს წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

 

  1. სააგენტოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დამფუძნებლის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 მუხლი 10. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

 

  1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

  მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

  1. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
  2. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები.

 

სწრაფი კონტაქტი

სიახლის გამოწერა

გამოიწერეთ სააგენტოს სიახლეები ელ ფოტაზე და პირველი გაიგებთ მიმდინარე აქტივობების შესახებ