მენეჯერი   - ლიანა კოვზიაშვილი

ა) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს და გარიგებებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, დამფუძნებლის წინასწარი თანხმობით იძენს და განკარგავს სააგენტოს უძრავ ქონებას;

გ) ზედამხედველობს სააგენტოს ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;

დ) ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ხელს აწერს სააგენტოს საფინანსო და სხვა სახის ოფიციალურ დოკუმენტაციას;

ე) უზრუნველყოფს და ხელმძღვანელობს სააგენტოს მიზნების, ამოცანების, უფლებამოსილებების და ვალდებულებების შესრულებას;

ვ)  სააგენტოს დამფუძნებელს აბარებს ანგარიშებს ფინანსური და სკოლამდელი განათლების მართვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ;

ზ) სააგენტოს სახელით მესამე პირებთან დებს შესაბამის ხელშეკრულებებს;

თ) დამფუძნებელთან შეთანხმებით ამტკიცებს არსებული და სააგენტოს მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების წესდებებს და სააგენტოს შინაგანაწესს;

ი)  დამფუძნებლის თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხას, საპრემიო ფონდს და დანამატებს;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელსეკრულებებს, ახდენს მათ შორის ფუნქციების გადანაწილებას, განსაზღვრავს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე მოსამსახურეები;

ლ) განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) ფუნქციებს და უფლება–მოვალეობებს;

მ) გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს არსებული და მის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორებსა და სააგენტოს განყოფილების უფროსებს;

ნ) უფლებამოსილია გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დირექტორების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;

ო)  დამფუძნებელთან შეთანხმებით, ნორმატიული აქტებით დადგენილ კვალიფიკაციასთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა, არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესბეულებების და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელობის კვალიფიკაციის შემოწმების ან/და ამაღლების (ტესტირება, გასაუბრება და სხვა) ღონისძიებებს;

პ) სააგენტოს თანამშრომელთა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის შემოწმებისა ან/და ამაღლების ღონისძიებების განხორციელების მიზნით ქმნის შესაბამის სამუშაო ჯგუფებს/კომისიებს;

ჟ) ყოველი სამეურნეო წლის ნოემბრამდე დამფუძნებელს წარუდგენს სააგენტოს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს;

რ) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს;

ს) ამტკიცებს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და საჭიროებიდან გამომდინარე შეაქვს ცვლილებები აღნიშნულ გეგმაში;

ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა და საწვავის ლიმიტებს;

უ) სააგენტოს დარგობრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი როგორც სააგენტოს თანამშრომლების, ისე სხვა კომპეტენტური პირების შემადგენლობით;

ფ) არსებული და სააგენტოს მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებს აძლევს თანხმობას შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნის თაობაზე;

ქ) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელთა ფუნქციებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამუშაო აღწერილობებს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ღ) გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დირექტორებს აძლევს თანხმობას საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.

 

მენეჯერის  მოადგილე  (ადმინისტრაციულ დარგში)   – იოსებ ვანიშვილი

ა)  უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული განყოფილების  ეფექტურ  საქმიანობას;

ბ) მისი კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს და აღრიცხავს სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, შეიმუშავებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელ რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომელსაც წარუდგენს სააგენტოს მენეჯერს;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალედ და კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დაცვით განხორციელებაზე კონტროლს;

დ) აწარმოებს სააგენტოსა და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების  ქონების ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლს და ხელს უწყობს აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობას;

ე) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სააგენტოს ადმინისტრაციულ განყოფილებაში შემავალ ბუღალტერიის, მატერიალური უზრუნველყოფის, იურიდიული  და შესყიდვების თანამშრომელთა საქმიანობას;

ვ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სააგენტოს  მენეჯერის წინაშე;

ზ) აკონტროლებს და ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულისთვის  (ადმინისტრაციული განყოფილება) დასახული ამოცანების მიღწევის პროცესს;

თ)  სააგენტოს მენეჯერს  მიმართავს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე;

ი) ითანხმებს და პასუხისმგებელია მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ პროექტებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე;

კ) ამზადებს და სააგენტოს მენეჯერს  წარუდგენს ინიციატივებს სტრუქტურული ერთეულის და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ლ) ახდენს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულის ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებას და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას;

მ) სააგენტოს მენეჯერის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში  ასრულებს მენეჯერის მოვალეობას.

 მენეჯერის  მოადგილე (ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების დარგში)   – ვახტანგ გიუნაშვილი

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბავშთა კვების, ჰიგიენისა და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილების  ეფექტურ  საქმიანობას;

ბ) ანგარიშვალდებულია სააგენტოს მენეჯერის  წინაშე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის და პედაგოგიური პერსონალის მუშაობის საკითხებში;

გ) უზრუნველყოფს პედაგოგიური პერსონალის საქმიანობის ხარისხის ამაღლებას და ამ მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს;

დ) უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების განხორციელებას,  შეფასებას და ანალიზს;

ე) ზრუნავს სასწავლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ვ) უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის საკითხების გადაწყვეტას კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;

ზ) აკონტროლებს და ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულისთვის   დასახული ამოცანების მიღწევის პროცესს;

თ)  სააგენტოს დირექტორს მიმართავს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე;

ი) ითანხმებს და პასუხისმგებელია მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ პროექტებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე;

კ) ამზადებს და სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ინიციატივებს სტრუქტურული ერთეულის და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ლ) ახდენს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულის ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებას და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას;

მ) სააგენტოს მენეჯერის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში  ასრულებს დირექტორის  მოვალეობას.

 

ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი –გიორგი ბერუაშვილი

ა) სააგენტოს საქმისწარმოების, ბუღალტერიის, სამეურნეო და იურიდიული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ბ) სააგენტოს მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ადმინისტრირება;

გ) სააგენტოს წესდებით გათვალისწინებული  უფლებამოსილებების ფარგლებში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების,  გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების, სააგენტოს მენეჯერის  ბრძანებების  მოთხოვნათა დაცვის მონიტორინგი;

დ) ასრულებს  სააგენტოს დირექტორისა და კურატორი მოადგილის ცალკეულ  დავალებებს  სააგენტოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ე) სააგენტოს მენეჯერს   წარუდგენს ინიციატივებს მის სტრუქტურულ ერთეულში მომუშავე თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების  აუცილებლობის შესახებ;

 ვ) ითანხმებს და პასუხისმეგებელია სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ მომზადებულ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ აქტებზე, წერილებზე, დასკვნებსა და პროექტებზე.

 

ბავშვთა კვების, ჰიგიენისა და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილების უფროსი – მარინა სურამელი

ა) უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის მეთოდოლოგიის განვითარების მიმართულებით;

ბ) ხელს უწყობს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სანიტარულ–ჰიგიენური  და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვას და ხელმძღვანელობს აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებას;

გ) ხელს უწყობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს;

დ) სააგენტოს მენეჯერს  წარუდგენს ინიციატივებს მის სტრუქტურულ ერთეულში მომუშავე თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების აუცილებლობის შესახებ;

 ე) ითანხმებს და პასუხისმეგებელია სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ მომზადებულ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ აქტებზე, წერილებზე, დასკვნებსა და პროექტებზე;

ვ) ასრულებს კურატორი მოადგილის  და სააგენტოს მენეჯერის ცალკეულ დავალებებს.

 

სწრაფი კონტაქტი

სიახლის გამოწერა

გამოიწერეთ სააგენტოს სიახლეები ელ ფოტაზე და პირველი გაიგებთ მიმდინარე აქტივობების შესახებ