სიახლეები

გაცნობებთ, რომ 2021-2022 სასწავლო–სააღმზრდელო  წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს დღის 12:00 საათზე და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით.

მშობელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2021-2022 სასწავლო–სააღმზრდელო  წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს დღის 12:00 საათზე და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით.
რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. (მინიმალური ზღვარი 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები)
ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად  შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge , ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.  
რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ,  თითოეული აპლიკაცია განიხილება და მოხდება მშობლებთან დაკავშირება, რის შემდეგაც მშობლები სააგენტოში წარადგენენ  ჩასარიცხი ბავშვების საბუთებს. (გთხოვთ, რეგისტრაციის დროს მიუთითოთ ტელეფონის ნომერი, რომელიც მუდმივად ჩართულია).
სააგენტოში წარსადგენი საბუთები:
შენიშვნა:რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ მხოლოდ ბავშვის დაბადების მოწმობა. ქვემოთ ჩამოთვლილ საბუთებს კი წარადგენთ მას შემდეგ, რაც სააგენტოდან დაგიკავშირდებიან.  
• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
•  ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა
• ორი ფოტოსურათი (¾)
• მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია
• არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან
• არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი
სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს 20 ივლისიდან  31 ივლისის ჩათვლით  შეუძლიათ მობრძანდნენ სააგენტოში (სტალინის გამზ.16), დაწერონ  განცხადება და წარადგინონ შემდეგი საბუთები:
• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
• ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა
•  ორი ფოტოსურათი (¾)
• მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია
•  არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან
• არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ 2019–2020 სასწავლო–სააღმზრდელო წლისთვის განმეორებითი ელექტრონული რეგისტრაცია ქალაქ გორის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გამოცხადდება 2019 წლის 03 სექტემბერს 12 საათიდან და გაგრძელდება 2019 წლის 04 სექტემბრის 24 სთ–მდე.

ელექტრონული რეგისტრაციის გავლა არ ნიშნავს, რომ ბავშვი ავტომატურად  ჩაირიცხება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

1.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი


2. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები


3. ჯანმრთელობის ცნობა "ფორმა 100"


4. ორი ფოტოსურათი 3x4-ზე


5. არსებობის შემთხვევაში - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი

ბაღში ჩარიცხვისას იმოქმედებს 2 პრიორიტეტი: ''სოციალურად დაუცველი, რომელიც ბაღის მიმდებარედ ცხოვრობს და დედმამიშვილი, რომელიც 2019–2020 სასწავლო წლისთვის ამავე ბაღის აღსაზრდელია.'' არასწორი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში ბავშვი არ ჩაირიცხება

სწრაფი კონტაქტი

სიახლის გამოწერა

გამოიწერეთ სააგენტოს სიახლეები ელ ფოტაზე და პირველი გაიგებთ მიმდინარე აქტივობების შესახებ