• ადმინი
  • 22/ 04/ 2026
  • სიახლე

დედამიწის დღე

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დედამიწის დღე აღნიშნეს.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი, გიორგი შათირიშვილი, მოადგილესთან, ქეთი დვალიშვილთან და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, გორის XlX და lX საბავშვო ბაღებს ესტუმრა და დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში ჩაერთო.

დედამიწის დღესთან დაკავშირებული შიდა აქტივობების შემდეგ, აღსაზრდელებმა და სტუმრებმა ეზოში გადაინაცვლეს და სხვადასხვა ჯიშის ნარგავები ჩარგეს. გარდა გამწვანებისა, ბაღების აღსაზრდელებმა, დედამიწის დღის თემატიკაზე, სხვადასხვა სახის აქტივობები და თვალსაჩინოებები წარადგინეს.

დედამიწის დღე 1990 წელს დაწესდა და მას შემდეგ ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, რომლის მიზანიც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.