- ადმინი
- 12/ 06/ 2026
- სიახლე
თემატური პროექტი - „ჭიანჭველები“
საბავშვო ბაღების აღმზრდელებს შორის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო ხასიათის სამუშაო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, გორის მე-19 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის, საქაშეთის, სათემოს, ხიდისთავისა და ნიქოზის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს უმასპინძლეს და საჩვენებელი აქტივობები ჩაატარეს.
შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა თემატური პროექტი - „ჭიანჭველები“. აღსაზრდელებმა სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით გაიღრმავეს ცოდნა ბუნებისა და მწერების სამყაროს შესახებ. პროექტი მოიცავდა მრავალფეროვან განმავითარებელ აქტივობებს, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად იყო დაგეგმილი.
აღნიშნული პრაქტიკა აღმზრდელ-პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება, ინოვაციური მიდგომები და ეფექტური მეთოდები, რაც ხელს უწყობს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.