• ადმინი
  • 25/ 06/ 2026
  • სიახლე

თემატური პროექტი – „ზღვის სამეფო“

საბავშვო ბაღების აღმზრდელებს შორის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, გორის მე-15 ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა გორის მე-7, მე-20, ახალდაბის, გარეჯვრის, მერეთისა და ქიწნისის მეურნეობის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს უმასპინძლეს და საჩვენებელი საგანმანათლებლო აქტივობა – „ზღვის სამეფო“ წარუდგინეს.

პროექტის მიზანი იყო ბავშვებში გუნდური მუშაობის, ურთიერთდახმარების, პოზიტიური ურთიერთობების, რიგის დაცვისა და ერთმანეთის პატივისცემის უნარების განვითარება. აქტივობები ისე იყო დაგეგმილი, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო თითოეული ბავშვის ინტერესი და ინდივიდუალური საჭიროებები, რაც ყველა აღსაზრდელის აქტიურ ჩართულობას უწყობდა ხელს.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები აღმზრდელ-პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება, თანამედროვე მიდგომები და ეფექტიანი პრაქტიკა, რაც სკოლამდელი განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.