• ადმინი
  • 20/ 11/ 2026
  • სიახლე

პედაგოგის ბაღიდან გაცილების ღონისძიება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საბავშვო ბაღში, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი აღმზრდელის, ლიმერი ტაბატაძის გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ქალბატონმა ლიმერიმ თავისი პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, 48 წელი, ზეღდულეთის საბავშვო ბაღს მიუძღვნა. სკოლამდელი აღზრდის სფეროში კი მისი საერთო სამუშაო გამოცდილება 50 წელს ითვლის.

ღონისძიებას სააგენტოსა და გორის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი ესწრებოდა. სტუმრებმა ქალბატონ ლიმერის მრავალწლიანი ერთგული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
,,ბავშვებზე ზრუნვაში გატარებული ნახევარი საუკუნე, არაერთი თაობის აღზრდა და მათთვის სითბოსა და სიყვარულის გაზიარება - ეს არის პროფესიული გზა, რომელიც პატივისცემასა და დაფასებას ნამდვილად იმსახურებს’’ - აღნიშნა გიორგი შათირიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მადლობას უხდის ქალბატონ ლიმერის გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის და უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.